„მრავალშვილიანი ოჯახების მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ პროგრამა
საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური და მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით, 2005 წლიდან ქუთაისის მუნიციპალიტეტში ხორციელდება პროგრამა „მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება,“ რომლის ფარგლებშიც ქუთაისში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს მიეწოდებოდა მატერიალური დახმარება. 2002-2018 წლებში ქუთაისის მოსახლეობა 182.4 ათასიდან 141 ათასამდე შემცირდა.